ზაპოროჟიეს რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიის გენერალი მოკლეს
ზაპოროჟიეს რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიის გენერალი მოკლეს.
ოკუპირებული მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, მოკლულია გენერალ-მაიორი სერგეი გორიაჩევი, რუსეთის არმიის დანაყოფებმა კი მძიმე დანაკარგები განიცადეს.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 მოიერიშე ბრიგადა აგრძელებს ბახმუტის გარშემო ფლანგების გაწმენდას და უკრაინის მიწების გათავისუფლებას.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუს სამხედროებს უკან დაახევინეს ფრონტის ხაზის გასწვრივ 1.8 კმ-ზე და ფრონტის სიღრმეში 1.2 კმ ტერიტორიებიდან.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის არმიის მე-3 მოიერიშე ბრიგადის მე-2 მოიერიშე ბატალიონის შეტევითი მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის 57-ე ბრიგადის ქვედანაყოფებს მნიშვნელოვანი ზარალი აქვთ.