ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის განცხადებით, რუსებმა რაკეტებით ჰუმანიტარული კოლონა დაბომბეს
ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის განცხადებით, რუსებმა რაკეტებით ჰუმანიტარული კოლონა დაბომბეს. გარდაცვლილია სულ მცირე 23 ადამიანი.
აღნიშნულის შესახებ, სოციალურ ქსელში ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სტარუხმა დაწერა.
მისი თქმით, ხალხი რიგში იდგა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცდილობდა შესვლას დახმარების შესატანად და ნათესავების გამოსაყვანად.
„ჯერ ცნობილია 23 დაღუპულის და 28 დაჭრილის შესახებ. ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, ჩვენი თანამემამულეა“, – წერს სტარუხი.