ზაპოროჟიეს ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 114-ჯერ გახსნეს ცეცხლი
ზაპოროჟიეს ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 114-ჯერ გახსნეს ცეცხლი

ზაპოროჟიეს ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 114-ჯერ გახსნეს ცეცხლი 19 სხვადასხვა დასახლების მიმართულებით, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი სამართალდამცველი. დაღუპულია 31 წლის პოლიციელი. ასევე დაშავდა ერთი ოჯახის ოთხი წევრი.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, შეიარაღებულმა ძალებმა წინსვლა შეძლეს რაბოტინოს დასახლებულ პუნქტთან, სადაც, დასავლელი ექსპერტების შეფასებით, კონტრიერიშის დაწყების შემდეგ მობილიზებულია უკრაინული ძალების ძირითადი ძალისხმევა.

ასევე, გრძელდება იერიში მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე.