ზანათში აბაშისწყლის არხის დამცავი დამბის რეაბილიტაცია განხორციელდება
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანათში მდინარე აბაშისწყლის არხის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. წუხელ არხიდან გადმოსულმა წყალმა 10 საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და ეზოები, ასევე 40 მდე ოჯახის კუთვნილი სახნავ-სათესი მიწა დატბორა. განადგურებულია სიმინდის მოსავალი და საზამთროს ბაღები.
პრევენციის მიზნით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო უახლოეს მომავალში არხის დამცავი დამბის რეაბილიტაციას განახორციელებს.
„ორი კილომეტრი სიგრძის არხის დამბის გასამაგრებლად საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს“, – განაცხადა პირველ არხთან აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან მაკალათიამ.