ზამთრის პერიოდში კომუნალური სუბსიდირებისთვის მთავრობამ 60 მილიონი ლარი გამოყო
ბიუჯეტის პროექტში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო, მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის 60 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
„ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის ასიგნებაში გათვალისწინებულია მხოლოდ მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის 60.0 მლნ ლარი, რომელიც მიმდინარე წელს გაცხადებული ანტიკრიზისული გეგმის ის ნაწილია, რომლის ანაზღაურებაც მომდევნო წელს გადადის (შეღავათი 200 კვ-მდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 4 თვის მანძილზე 2020 წლის ნოემბრიდან)“, – აღნიშნულია ფინანსურ დოკუმენტში.