ზაიონ ვილიამსონმა შესაძლოა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზოს
ზაიონ ვილიამსონმა შესაძლოა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზოს

ლებრონ ჯეიმსის დრაფტის შემდეგ, ზაიონ ვილიამსონზე დღეს მსოფლიო საკალათბურთო სამყარო ყველაზე აქტიურად საუბრობს. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა კალათბურთელმა შესაძლოა დიდ საკალათბურთო ფორუმში მიიღოს მონაწილეობა.

ცნობილია, რომ ლებრონ ჯეიმსი ჩინეთის მსოფლიო ჩემპიონატზე არ იასპარეზებს. ნიუ იორკ თაიმსის (New York Times) ჟურნალისტ მარკ შტეინის თქმით, მეფის ნაცვლად ამერიკის ნაკრების 12-კაციან განაცხადში სწორედ ზაიონ ვილიამსონი განიხილება. ანალოგიური შემთხვევა 2012 წელს მოხდა, როდესაც შტატების ოლიმპიური გუნდის 12-კაციან განაცხადში ენტონი დევისი მოხვდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა აზრისაა ამ იდეაზე თავად ზაიონი. შეგახსნებთ, რომ ახალგაზრდა კალათბურთელი უახლოეს დღეებში ფეხსაცმელების ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან 100-მილიონიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.