ზაჰესის დასახლებაში, გმირ ქართველ არტილერისტთა სახელობის ხიდზე გეგმური სამუშაოები იწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია განხორციელდება და დაზიანებული ფრაგმენტები აღდგება.
„დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო 21 მარტის 23:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთ ზოლში. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ მერიაში.