ზაფხულის პერიოდში საქართველოში ზღვაში, ტბებსა და მდინარეებში 39 ადამიანი დაიღუპა
მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ზღვაში, ტბებსა და მდინარეებში 39 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის რვა ადამიანი ზღვაში დაიხრჩო, 11 ტბაში, ხოლო 20 მდინარეში.
რაც შეეხება გადარჩენილებს, სტატისტიკა ასეთია: მაშველებმა 192 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის ზღვაზე 145, მდინარეზე 11, ტბაზე კი 36.