ზაალ უდუმაშვილი - თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და შეიცვლება ხელისუფლება
ზაალ უდუმაშვილი - თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და შეიცვლება ხელისუფლება

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთიანობით, ჩვენს მოსახლეობასთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებამდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მცხეთის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა პარტიის ოფისში კანდიდატების დასახელების შემდეგ განაცხადა.

„არამხოლოდ ოპოზიციური სპექტრი, არამედ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ დიახაც, ეს არის არჩევნები, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენი ქვეყნის მომავალი. დიახ, ამ არჩევნების შემდეგ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და შეიცვლება ეს ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთიანობით, ჩვენს მოსახლეობასთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებამდე. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვიყო მცხეთის მერობის კანდიდატი, ჩვენი ისტორიული ქალაქის. ბუნებრივია, მე ხვალიდან პრაქტიკულად უკვე მცხეთაში გადავდივარ და მთელი პერიოდი ვიქნები იქ. შევხვდები მაქსიმალურად ყველას, გავეცნობი ყველას პრობლემას და გარდა იმისა, რომ ჩვენ მცხეთელებთან ერთად ვიმსჯელებთ მცხეთისა და მისი შემოგარენის პრობლემებზე, ასევე, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. ყველაფერი მოსაგვარებელია“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.