ზაალ უდუმაშვილი - მეორე ტურის დროს ყველა მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად მობილიზებული ვიქნებით და ხალხის ხმებს დავიცავთ
ზაალ უდუმაშვილი - მეორე ტურის დროს ყველა მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად მობილიზებული ვიქნებით და ხალხის ხმებს დავიცავთ

ყველა არჩევნების წინ უკვე ღიმილის მომგვრელია იმაზე საუბარი, რომ ოპოზიცია რევოლუციისთვის ემზადება. უკვე რამდენიმე არჩევნები გავიარეთ და ვნახეთ, რომ ოპოზიცია რევოლუციისთვის კი არ ემზადება, არამედ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებზე ოცივე საარჩევნო ოლქში გამარჯვებას ელოდებიან.

„ეს არაერთხელ დავამტკიცეთ და ახლაც დავამტკიცებთ, როცა არჩევნების შედეგები გამოცხადდება. ოცივე საარჩევნო ოლქში გამარჯვებას ველოდებით. ყველა ის გაყალბება, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებსა და გასული წლების არჩევნებზე ვნახეთ, ისევ ძალაშია და „ქართული ოცნება“ ისევ არ იტყვის უარს ამ მექანიზმებზე და გაათმაგებულად შეეცდება, არჩევნები მიიტაცონ, მაგრამ ჩვენ მეორე ტურის დროს ყველა მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად მობილიზებულები ვიქნებით და ხალხის ხმებს დავიცავთ. გაყალბების წინააღმდეგ ყველაზე კარგი ეფექტია, რომ უნდა ვიყოთ აქტიურები და არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.