ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლებისგან იქნება მცდელობა, დააპატიმროს ნიკა მელია, თუმცა ეს ვერ მოხდება, დავიცავთ
ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლებისგან იქნება მცდელობა, დააპატიმროს ნიკა მელია, თუმცა ეს ვერ მოხდება, დავიცავთ

ხელისუფლებისგან იქნება მცდელობა, რომ ნიკა მელია დააპატიმროს, თუმცა ეს არ არის ასეთი ადვილი საქმე და ვერ მოხდება, დავიცავთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია და საზოგადოება ერთიანია, ამიტომ ვერანაირი ცვლილებები და გადაადგილებები ხელისუფლების შიგნით ვერ მოახდენს გავლენას.

„ხელისუფლებისგან იქნება მცდელობა, რომ ნიკა მელია დააპატიმრონ, თუმცა ეს არ არის ასეთი ადვილი საქმე და ვერ მოხდება. ხედავთ, როგორი ერთიანია ოპოზიცია, საზოგადოება. ამიტომ ვერანაირი ცვლილებები და გადაადგილებები ხელისუფლების შიგნით ვერ მოახდენს გავლენას. დავიცავთ ისე, როგორც ვიცავდით აქამდე. დავიცავთ მას ამ ორი დღის განმავლობაში, შესაბამისად, არ გახდება ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალი. გავყვებით სადაც წავა. ჩვენც იქ ვიქნებით, სხვებიც იქ იქნებიან. ჩვენ ერთად გადავწყვეტთ, როგორ მოხდება ნიკას დაცვა. არ მგონია, ხელისუფლებას ეყოს იმის გამბედაობა, წავიდეს ამ უგუნურ ნაბიჯზე, რომელსაც ნიკა მელიას დაპატიმრება ჰქვია“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.