ზაალ უდუმაშვილი - ევროკავშირი თუ გადმორიცხავს გირაოს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს, იურიდიულად ამას ნიკა მელიას თანხმობა არ სჭირდება
ზაალ უდუმაშვილი - ევროკავშირი თუ გადმორიცხავს გირაოს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს, იურიდიულად ამას ნიკა მელიას თანხმობა არ სჭირდება

ევროკავშირი თუ გადმორიცხავს გირაოს, მაშინ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს, იურიდიულად ამას ნიკა მელიას თანხმობა არ სჭირდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირს ჯერ ნიკა მელიას გირაოს თანხა არ გადაურიცხავს.

„გირაო თუ ჩაირიცხება, მაშინ გავაკეთებთ კომენტარს, მაგრამ აქ მეორე საკითხი არის. აქ არის პირდაპირ ყველაფერი დამოკიდებული „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებაზე. როგორც დააკავეს ნიკა მელია და ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ასევე უნდა გაათავისუფლონ და აქ არის ძალიან მარტივი მეთოდი. პროკურატურა უნდა შევიდეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით და დასრულდება ეს ყველაფერი. ასე რომ, დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“. ევროკავშირი თუ გადმორიცხავს გირაოს, მაშინ პროკურატურა შევა სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ, იურიდიულად ამას ნიკა მელიას თანხმობა არ სჭირდება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.