ზაალ უდუმაშვილი - ჩვენ მოთხოვნაა ახალი და ვადამდელი არჩევნები, ამის ერთგული ვართ 31 ოქტომბრის შემდეგ
ჩვენ მოთხოვნაა ახალი და ვადამდელი არჩევნები, ამ მოთხოვნის ერთგული ვართ 31 ოქტომბრის შემდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებზე არანაირი პრობლემა არ აქვს.
„წინადადებები, რომელიც დღეს იქნა წამოყენებული ნამდვილად არ არის ჩვენთვის მისაღები. რატომ უნდა დავარქვათ რაღაცას პლებისციტის სახელი, როდესაც შეიძლება, რომ გაიმართოს პირდაპირ პლებისციტი და არა არჩევნები, რომლებიც წარმოჩენილი იქნება პლებისციტად. არჩევნები და პლებისციტი ორი სრულიად განსხვავებული თემაა. ჩვენ მოთხოვნაა ახალი და ვადამდელი არჩევნები, ამ მოთხოვნის ერთგული ვართ 31 ოქტომბრის შემდეგ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.