ზაალ უდუმაშვილი - ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი ამოცანაა, რომ 2020 წლისთვის მთლიანად მოასუფთავოს საინფორმაციო ველი
ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი ამოცანაა, რომ 2020 წლისთვის მთლიანად მოასუფთავოს საინფორმაციო ველი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა „რუსთავი 2“ ჩაიგდო ხელში, ახლა გადაწყვიტა სხვა ტელევიზიებიც დაიმორჩილოს.
„ეს არის პირდაპირ შტურმი „ტვ პირველზე“. სწორედ ამას ემსახურება, რომ ვატო წერეთელი დაბარებულია დაკითხვაზე. ეს არის პირდაპირი ზეწოლა ტელევიზიაზე, ივანიშვილის ერთადერთი ამოცანა არის, რომ მთლიანად მოასუფთავოს საინფორმაციო ველი 2020 წლისთვის. როგორც ჩვენ ვუდექით სხვა ტელევიზიების სადარაჯოზე, მათ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ვიცავდით, ახლა ყველა „ტვ პირველის“ გვერდით უნდა დავდგეთ და დავიცვათ ივანიშვილის კლანჭებისგან“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.