„ყველაზე ჰუმანური ციხე“, – ასე უწოდებენ დანიის ქალაქ გუნდსლევთან აშენებულ ციხეს, – ამის შესახებ Daily Mail წერს.
სკანდინავიური მინიმალისტური ინტერიერით დაპროექტებული ციხე, ტიპური დანიური დასახლებების სტილშია აშენებული. სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობა დაახლოებით 134 მილიონი დოლარი დაჯდა. ციხე 250 პატიმარზეა გათვლილი.
თითოეულ საკანში არის მაცივარი, პერსონალური სააბაზანო, ტელევიზორი, კარადა, დიდი ფანჯარა, კომფორტული საწოლი და საწერი მაგიდა სანათით.
აღნიშნული დაწესებულების პატრიმრებს შეუძლიათ იასარგებლონ, ციხის ტერიტორიაზე განთავსებული სპორტული დარბაზით, ბიბლიოთეკით, სურსათის მაღაზიითა და სამზარეულოთი, სადაც მათ სურვილის შემთხვევაში თავად შეუძლიათ საჭმლის მომზდება.
პატიმრებს ციხის სახელოსნოში მუშაობის საშუალებაც აქვთ. ასევე შეუძლიათ იარონ ტაძარში, დაკავდნენ სპორტითა და ხელოვნებით.
პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სასჯელაღსრულების ტრადიციული დაწესებულებები ნაკლებად ჰუმანურია და არ ამცირებს ყოფილ პატიმრებს შორის განმეორებითი დანაშაულის რისკს. სწორედ ამიტომ, მათ გადაწყვიტეს ისეთი ციხის აშენება, სადაც განსხვავებული გარემოა.
„ჩვენ ნამდვილად გჯერა და ასევე სტატისტიკა ადასტურებს, რომ მძიმე და ნაკლებად ჰუმანური გარემო ხელს უწყობს დანაშაულის განმეორებას“, – განმარტა ციხის დიზაინერმა მედს მენდრაპმა.