„ყველა ჩვენგანი დასაქმებისუნარიანია“ - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხი პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
„ყველა ჩვენგანი დასაქმებისუნარიანია“, – ამ სახელწოდებით ღონისძიება ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა გახსნა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული ოთხი პროექტის შედეგები და მიღწევები. ეს პროექტებია: თანაბარი შესაძლებლობები შშმ პირებისთვის, პროფესიული განათლება აგრობიზნესისთვის, პროფესიული განათლება შერეულ რეგიონებში, ოჯახური ბიზნესის მხარდაჭერა.
ორგანიზატორების თქმით, პროექტებში ინოვაციური მიდგომების პილოტირება მოხდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და რთულად მისადგომ ადგილებში მცხოვრები ადამიანების დასაქმების პრობლემების გადასაჭრელად, აგრეთვე აგრო და ოჯახური ბიზნესის განსავითარებლად.
პროექტების ფარგლებში დასაქმდა 100 ადამიანი. საფუძველი ჩაეყარა 240 მცირე ბიზნესსა და გადამზადდა 3 000 ადამიანი.
2014 წლიდან ევროკავშირმა 80 მილიონი ლარი გამოყო საქართველოში დასაქმების პრობლემის მოსაგვარებლად.