კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყვარლის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, მიმდინარეობს მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების, სადაზრბაზოებისა და მოსაცდელების სადეზინფექციო სამუშაოები.
მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის ინფორმირებულობის ღონისძიებებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, მოხალისეებიც მონაწილეობენ.
„ისინი მოქალქეებს რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით აწვდიან ინფორმაციას. ქალაქის სხვადასხვა ობიექტების დეზინფიცურების სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერია უწევს კოორდინაციას“, – აცხადებენ მუნიციპალიტეტში.