ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევმა 37 წლის მამაკაცმა 25 წლამდე ასაკის მამაკაცს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
ამასთან, მძიმე დაზიანებები აქვს 37 წლის მამაკაცსაც. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია, ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.