ყვარლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილ სამ ნიმუშზე „პისიარ“ ტესტის პასუხს ელოდებიან
ყვარლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილ სამ ნიმუშზე „პისიარ“ ტესტის პასუხს ელოდებიან

ყვარელში კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ სწრაფი ტესტირებით კორონავირუსი კიდევ სამ ადამიანს, მათ შორის სასწრაფო დახმარების მძღოლს დაუდასტურდა. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, სამივე ადამიანის კორონავირუსით ინფიცირება „პისიარ“ ტესტირებამ უნდა დაადასტუროს. მისივე თქმით, შესაბამისი ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა.

ეპიდემიოლოგები ყვარელში დამატებით გამოკვლევებს აგრძელებენ.

კახეთის რეგიონში დღეს კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული სასწრაფო დახმარების ექიმია.