ყვარელში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა. დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები.
ამასთან, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლი.
დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძებიც, რის შედეგად ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ქალაქის ნაწილი.
ადგილზე მუშაოებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლის მიზნით, სპეციალური კომისია სავარაუდოდ ხვალიდან შეიქმნება.