კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყვარლის ცენტრალური ქუჩები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა.
პროცესში ჩართული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასევე განხორცილდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების, მოსაცდელებისა და ხალხმრავალი ადგილების დეზინფექცია.