ყვარელში მდინარე დურუჯის ადიდების შედეგად სახნავ-სათესი მიწები დაიტბორა [ვიდეო]
ყვარელში მდინარე დურუჯი ადიდდა და ჯებირები და დამბები დააზინა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადიდებულმა მდინარემ დატბორა მოსახლეობის კუთვნილი სახნავ-სათესი ფართობები.
,,რამდენიმე დღის წინ ნაპირგამაგრებითი სამუშაოები ჩავატარეთ, თუმცა მდინარე დურუჯმა სულ დაანგრია ჯებირები და ახლა წყალი ნათესებზე და ვენახებში მიედინება”, – განაცხადა ყვარლის მერმა, როსტომ სესიაშვილმა.
მისივე თქმით, ტექნიკის მუშაობა მდინარის კალაპოტში დასაბრუნებლად წყლის დონის შემცირებამდე შეუძლებელია.