ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემსა და ენისელში მარიამობას აღნიშნავენ.
გრემის მეთხუთმეტე საუკუნის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში მარიამობისადმი მიძღვნილი საზეიმო ლიტურგია ჩატარდა.
გრემსა და ენისელში სახალხო დღესასწაული გრემქალაქობაც აღინიშნება, რომლის ტრადიცია ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის.
გრემის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სპორტული და გასართობი ღონისძიებები იმართება.