„ყუდსის ძალების“ მეთაური ესმაილ ყაანი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილის, აბას ნილფორუშანის დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდა
„ყუდსის ძალების“ მეთაური ესმაილ ყაანი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილის, აბას ნილფორუშანის დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავცრელებს.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ყაანი ერაყის ქალაქ კარბალაში დაკრძალვაზე იმყოფებოდა.
მანამდე კი ირანში აცხადებდნენ, რომ ყაანთან კონტაქტზე ვერ გადიოდნენ. არსებობდა ვარაუდი, რომ ის ისრაელის მიერ ბეირუთის სამხრეთით განხორციელებული თავდასხმის დროს იქ იმყოფებოდა.
ცნობისთვის, „ჰეზბოლა“ და ირანი სწორედ ამ თავდასხმის შემდეგ ვერ გადიოდნენ ყაანთან კონტაქტზე. ისმაილ ყაანის შესახებ არსებობდა მეორე მოსაზრებაც, რომ მას, შესაძლოა, გულის შეტევა ჰქონოდა ან ირანს ჯაშუშობის ბრალდებით დაკითხვაზე ჰყავდა წაყვანილი.