ყოფილმა ავიატორებმა და თბილისის აეროპორტის ყოფილმა თანამშრომლებმა დღეს აქცია გამართეს
ყოფილმა ავიატორებმა და თბილისის აეროპორტის ყოფილმა თანამშრომლებმა დღეს აქცია გამართეს.
პროტესტის მიზეზი 2003 წელს აეროპორტის აქციების ინვესტორისთვის გადაცემაა. ყოფილი ავიატორების განცხადებით 2003 წლამდე აეროპორტის აქციებს თანამშრომლები ფლობდნენ, თუმცა მათ უკანონოდ ჩამოართვეს და ტენდერის საშუალებით ინვესტორს გადასცეს.
ყოფილი ავიატორების განცხადებით, მათ ეკონომიკის სამინისტროსგან დაპირება მიიღეს, რომ აქციებს დაუბრუნებდნენ თუმცა წლების გასვლასთან ერთად, დანაპირები არ შესრულებულა. შესაბამისად, აქციის მონაწილეები სამართლებრივი გზებით ბრძოლას აპირებენ და სარჩელს ამზადებენ.