ბაგებში მცხოვრები 420 დევნილი ოჯახისთვის გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
ბაგებში, ყოფილ სტუდქალაქში მცხოვრები 420 დევნილი ოჯახისთვის გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერეს დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ.
თბილისის მერის კახა კალაძისა და დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ხელისუფლების პრიორიტეტი ყველა მოქალაქისთვის სოციალური პრობლემების მოგვარებაა და მათი თქმით, გაზიფიცირების სამუშაოების დაწყება დევნილი ოჯახებისთვის წინასაარჩევნო დაპირების ერთ-ერთი ნაწილია.
დევნილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ბიუჯეტიდან 420 დევნილი ოჯახის გაზიფიცირების მიზნით, 200 000-მდე ლარი გამოიყო.