ყოფილი პატიმარი ოლეგ ფაცაციას პროცესზე - კარანტინის დაშლის დროს ცემა ჩვეულებრივი ამბავი იყო
ყოფილი პატიმარი ოლეგ ფაცაციას პროცესზე - კარანტინის დაშლის დროს ცემა ჩვეულებრივი ამბავი იყო

ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის უფროსის ოლეგ ფაცაციასა და ამავე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა განაცხადა, რომ „კარანტინის“ დაშლის დროს, პატიმრების ცემა ჩვეულებრივი ამბავი იყო. მოწმე ბრალდებულების მიერ მისი ცემის ფაქტს იხსენებს, რაც თანამესაკნესთან ჭადრაკის თამაშს მოყვა.

 

“ზაზა ხარაიშვილი ჩვენი კორპუსის ოფიცერი იყო. პირველი ეს აღებდა “კარმუშკას”, მერე მოდიოდა ფაცაცია და მოყვებოდნენ დანარჩენები. ერთხელ, ვიჯექი, ვთამაშობდი ჭადრაკს  და მეორე პატიმარმა ფიგურა მომიკლა. როგორ მომიკალი-თქო ვუთხარი პატიმარს. იქვე იყო კონტროლიორი, რატო ლაპარაკობ ხმამაღლაო და ნახე რა მოგივაო, მითხრა. მოიყვანა ხარაიშვილი და შემიყვანეს სამორიგეო ოთახში, სადაც ფაცაციაც დამხვდა და იქ მცემეს. რტყმისგან რომ დაიღალა ფაცაცია, მერე სხვები შემოვიდნენ და იმათმა გააგრძელეს ცემა. დამასვენეს მერე აბაზანაში. მოგვიანებით ისვე შემიყვანეს, კიდევ მცემეს და მერე მიმიყვანეს საკანში. შემდეგ, მომიყვანეს ექიმი და მითხრეს, რომ უნდა მეთქვა, თითქოს საპირფარეშოში დავეცი”, – განაცხადა ყოფილმა პატიმარმა.

ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის უფროსის ოლეგ ფაცაციასა და ამავე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების – მალხაზ ღვინიაშვილის (ლისი) ზაზა ხარაიშვილის (მაღალი ზაზა) ნუგზარ მარღიას (მეგრელი ზაზა) დავით ჩხეიძის (პავლოვიჩი) ვახტანგ გუგუციძისა და დავით ნოზაძის (ბალუ) სასამართლო პროცესზე დღეს ყოფილი პატიმრები იკითხებიან. ბრალდების მხარის თქმით, ისინი ისაუბრებენ, თუ როგორ უსწორდებოდნენ ფიზიკურად აღნიშნულ პირები პატიმრებს.

მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ექვსი პირი, 2017 წლის 10 მაისს დააკავა. რაც შეეხება ოლეგ ფაცაციას, ის სხვა საქმეზე იხდიდა მსჯავრს.

ბრალდებულებს პროკურატურა 144 მუხლის პირველ დამესამე ნაწილს ედავება, რაც არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას გულისხმობს სამსახურეობრივი მდგომატეობის გამოყენებით თაბისუფლება შეზღუდული პირის მიმართ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 4-დან 6წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.