ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფოს გასაყიდად აუქციონი გამოცხადდა
ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფოს გასაყიდად აუქციონი გამოცხადდა

ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფოს გასაყიდად აუქციონი გამოცხადდა. ინფორმაცია ქონების ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.

მათივე ცნობით, ეს მეხუთე შემთხვევაა, როდესაც ქონება საპრივატიზაციოდ გამოდის.

ამასთან, ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღირებულება 16 მლნ ლარს შეადგენს. წინა შეთავაზებასთან შედარებით, ფასი 24 მილიონი ლარით შემცირდა.

„ქონება საინვესტიციო პირობით იყიდება. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი, მათ შორის მუზეუმები, ბიბლიოთეკები, საგამოფენო სივრცეები და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ამასთან, საავადმყოფოს კომპლექსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რომლის რადიკალურად შეცვლა ან გადაკეთება დაუშვებელია. შესაბამისად, აუქციონის გამარჯვებულმა კულტურის ძეგლის მოვლა-პატრონობის ვალდებულებაც უნდა იკისროს“, – აღნიშნულია ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.