ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თელავში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც თელავის საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ზურა საცჩიშვილმა განაცხადა, 50-წლამდე მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

მისივე თქმით, მამაკაცს დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში აქვს მიყენებული.

მკვლელობა თელავში გუშინ მოხდა. ჭონქაძის ქუჩაზე 48 წლის ნონა ლაზარიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილმა მეუღლემ მოკლა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, რის შემდეგაც რევაზ კეკელიძემ თვითმკვლელობა სცადა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.