ყოფილი ირანელი დიპლომატი ამირ ალ-მუსავი აცხადებს, რომ ირანს ბირთვული დარტყმით დაემუქრნენ
ყოფილი ირანელი დიპლომატი ამირ ალ-მუსავი „ალ-მაიადინთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ირანს ბირთვული დარტყმით დაემუქრნენ.
მუსავის თქმით, ნებისმიერი სახის ბირთვული თავდასხმა პროპორციულ პასუხს შეხვდება. ყოფილმა ირანელმა დიპლომატმა აუდიტორიას მიმართა, უგულებელყონ სოციალურ ქსელებში გავრცელებული უსაფუძვლო მოსაზრებები, რომ ირანს შეეშინდა.
„ვინც მუქარებს ავრცელებდა, მიიღო უფრო მკაცრი პასუხი, ვიდრე მუქარაა. ირანელები ახლა სრული ძალით მზად არიან, შეაკავონ სიონისტური ერთეული და ის, ვინც ამას მხარს უჭერს“, – აღნიშნა ამირ ალ-მუსავიმ.