ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეითს, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმს მეთაურობდა, ათწლიანი პატიმრობა მიესაჯა
ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეითს, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმს მეთაურობდა, ათწლიანი პატიმრობა მიესაჯა

ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმს მეთაურობდა, 10 წლით დააპატიმრეს.

გამოძიების ცნობით, 46 წლის დომინიკ პეცოლა 2021 წლის 6 იანვარს პოლიციის ოფიცრებს დაუპირისპირდა და კაპიტოლიუმის შენობაში შეღწევა პოლიციელის ფარის გამოყენებით შუშის ჩამტვრევის შედეგად შეძლო.

როგორც „ბიბისი“ წერს, პეცოლა, რომელიც „პრაუდ ბოიზის“ წევრი იყო, პოლიციელზე თავდასხმასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლაში დამნაშავედ ცნეს.

განაჩენის გამოცხადების დროს პეცოლამ ჩადენილის ნაწილი მოინანია. თუმცა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სასჯელის ზომად 10-წლიანი პატიმრობა გამოაცხადა, ბრალდებულმა დაიყვირა: „ტრამპმა გაიმარჯვა.“

პეცოლასთან ერთად კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ორგანიზაცია „ფრაუდ ბოიზის“ სხვა წევრებიც გასამართლდნენ. მათგან ორს 17 და 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.