ყირიმში, საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქება მოხდა. როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, აფეთქება უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად განხორციელდა.
ყირიმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი სერგეი აქსიონოვი აცხადებს, რომ „დეტონაციას“ ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა, სადაც საწყობიდანა მოსული კვამლი ჩანს და აფეთქებების ხმა ისმის.
აქსიონოვმა საწყობიდან ხუთი კილომეტრის რადიუსის ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა. ასევე შეჩერდა მოძრაობა ყირიმის რკინიგზაზე.
ამასთან, დღეს უკვე მეორედ ყირიმის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა.