ყირიმის სიახლოვეს, ხერსონის ოლქში უკრაინის შსს და ეროვნული გვარდია ტაქტიკურ წვრთნებს მართავენ [ფოტო]
13:25, 12.02.2022
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან 30 კილომეტრში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეროვნული გვარდია ტაქტიკურ წვრთნებს მართავენ.
წვრთნები ხერსონის ოლქში იმართება და მასში მონაწილეობენ როგორც სპეციალური დანიშნულების რაზმები, ისე გვარდიელები. სწავლებების დროს გამოყენებულია სპეცტექნიკა და ვერტმფრენებიც.
როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სწავლებაში ჩართული სამართალდამცველები ყირიმის სიახლოვეს იმიტირებული დესტაბილიზაციის ჩახშობას ახდენენ. სწავლების ლეგენდის მიხედვით, პროვოკატორები ერთ-ერთ დამბას დაიკავებენ, საიდანაც წყალი ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას მიეწოდება.
სწავლებებზე მოგვიანებით ელოდებიან უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ დენის მონასტირსკის.