ყირგიზეთის სპეცსამსახურების ცნობით, სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარეს
ყირგიზეთში სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარეს.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად „დესტრუქციული დაჯგუფებების“ წევრებს ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანჟილეტები და სამართალდამცავების ფორმები აღმოუჩინეს.
როგორც ყირგიზეთის სპეცსამსახურების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დესტრუქიული დაჯგუფება მასობრივი არეულობის მოწყობისა და დესტაბილიზაცის გზით ქვეყნის ხელისუფლების ხელში ჩაგდებას აპირებდა.
დაჯგუფების წევრთა სახლებისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩხრეკის დროს ამოღებულია 50 ერთეული ცეცხსასროლი იარაღი, 255 ერთეული საბრძოლო მასალა.
ამას გარდა, აღმოჩენილია რიგი მოქალაქეების პირადი დოკუმენტაცია, მათ შორის არის ერთ-ერთი პარლამენტარის სამხედრო ბილეთი.
ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, გადატრიალება 31 აგვისტოს იგეგმებოდა.