ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანის საავტომობილო გზის 15.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ამ დროისათვის მიმდინარეობს ხიმინჯებისა და გაბიონების მოწყობის სამუშაოები.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ ყინწვისის მიდამოებში იწყება და გვერძინეთის გავლით სოფელ ტყემლოვანამდე გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული გზა მდინარე ძამას ხეობაში არსებული ეკლესია-მონასტრისთვის ერთადერთი მისასვლელი გზაა.
პროექტის ღირებულება 14 489 880 ლარია.