„ყაზტრანსგაზ-თბილისსა“ და პროფესიულ კოლეჯ „სპექტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელ „სპექტრსა“ და ყაზტრანსგაზ-თბილისს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმება კოლეჯის ბაზაზე კომპანიის კადრების პროფესიულ გადამზადებას ითვალისწინებს. ამასთან, კომპანია პროფესიული სასწავლებლის სერტიფიცირებულ სტუდენტებს დასაქმებას სთავაზობს.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი პროფესიულ კოლეჯ „სპექტრში“ მოეწერა. ღონისძიებას „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველი გიგლა თამაზაშვილი, კომპანიის ხელმძღვანელები და კოლეჯ „სპექტრის“ დირექცია ესწრებოდა.
როგორც გიგლა თამაზაშვილმა აღნიშნა, „სპექტრის“ წარმატებული სტუდენტები „ყაზტრანსგაზ თბილისში“ დასაქმდებიან. მისი თქმით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება გადამზადებულ, სერტიფიცირებულ ელექტროშემდუღებლებზე.