ყაზბეგში, მყინვარწვერზე ბელგიელი ალპინისტი დაიღუპა, კიდევ ერთი კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, ბელგიის მოქალაქეს დაშვების დროს, სავარაუდოდ თოკი გაუწყდა და ჩავარდა.
შემთხვევის დროს დაშავებული ალპინისტი, რომელიც ასევე ბელგიის მოქალაქეა, ამ დროისთვის მეტეოსადგურის ტერიტორიაზე იმყოფება. მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, გარდაცვლილის გადმოსვენება უამინდობის გამო ვერ ხერხდება. ვერტმფრენი ცუდი ხილვადობის გამო კონკრეტულ ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.