ყაზბეგში კორონავირუსზე გამოკვლეულთა პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი
ყაზბეგში სტაბილური სიტუაციაა. ამ ეტაპზე, ყველა პირი, ვინც უშუალოდ იმყოფებოდა კონტაქტში დადასტურებულ შემთხვევებთან გადაყვანილია იზოლაციაში და მიმდინარეობს მეთვალყურეობა, – ამის შესახებ მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ბადრი კუკულაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი კვლევის შედეგები.
„ორ სოფელში გარბანში და არსაში, დაახლოებით, 45-50 ანალიზია გუშინ აღებული, სადაც თითო-თითო დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. ასევე, იცით, რომ დაბა სტეფანწმინდაში გვაქვს ორი დადასტურებული შემთხვევა. ინფიცირებულები ერთი უბნის მაცხოვრებლები არიან. ახლა, დამატებითი კვლევები მიმდინარეობს ამ უბანში და მათ პასუხებს ველოდებით. საბოლოო შედეგები დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება“,- განაცხადა კუკულაძემ.