ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის 115 მებაჟე ოფიცრიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა
ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის 115 მებაჟე ოფიცრიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა

შემოსავლების სამსახურში „კოვიდ-19“-ის რისკჯგუფების მიზნობრივი ტესტირება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესის გათვალისწინებით, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის 115 მებაჟე ოფიცერს სისტემური ტესტირება ჩაუტარდა. კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ მებაჟე ოფიცრები, კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, მკაცრად იცავენ დადგენილ შეზღუდვებსა და უსაფრთხოების პროტოკოლით განსაზღვრულ წესებს, ხოლო სპეციალური სითხეებით სადეზინფექციო სამუშაოები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, კორონავირუსზე ტესტირების პროცესი საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში შემდგომშიც აქტიურად გაგრძელდება.