ყაზბეგის მოსახლეობას სასმელ წყალს წყალმზიდი მანქანებით მიაწვდიან  
ყაზბეგის მოსახლეობას სასმელ წყალს წყალმზიდი მანქანებით მიაწვდიან  

ყაზბეგში ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდა, რისი მიზეზიც გუშინ წარმოქმნილი ღვარცოფის შედეგად, წყალმომარაგების სათავე ნაგებობა და მაგისტრალური მილსადენი მნიშვნელოვნად დაზიანებაა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დაბის მაცხოვრებლებს სასმელ წყალს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ წყალმზიდი მანქანების საშუალებით უახლოეს საათებში მიაწვდის. წყალმომარაგების აღდგენამდე, სასმელი წყლით საზოგადოებრივი დანიშნულების ცენტრები და ტურისტული ობიექტებიც მომარაგდება.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და საავარიო ჯგუფები. სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია სათავე ნაგებობასა და მაგისტრალურ მილსადენზე სარეაბილიტაციო და აღდგენით სამუშაოებს კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყებს.