ყაზბეგის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა
ყაზბეგის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ორგანიზებით აქცია გაიმართა. ისინი ზებრა გადასასვლელებზე დროშებითა და პლაკატებით დადგნენ და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ. მძღოლების ნაწილი აქციას ავტომანქანის სიგნალით შეუერთდა. ამასთან, ზოგიერთმა გამვლელმა აქციის მოთხოვნის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიას გადადგომას მშვიდობიანი აქციებით მთელ ქვეყანაში მოითხოვენ.

„მან ახალგაზრდებს თვალები დათხარა და არ დავიღლებით. რაც შეეხება ადგილზე პატარ-პატარა ინციდენტებს, ჩვენ ვიცით რომ სუს-ს ჰყავს პროვოკატორები, რომლებსაც პერმანენტულად გვიგზავნის აქციებზე. ვიღაცას შეიძლება, ეს აქციები არ მოსწონდეს, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, მაგრამ ერთს ვითხოვთ, რომ რუსეთი არ ბოგინობდეს საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.