ყაზანში, „ბრიქსის“ სამიტის ფარგლებში ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის მოლაპარაკებები გაიმართა
რუსეთის ქალაქ ყაზანში, „ბრიქსის“ სამიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.
ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სომხური და აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
სომხური მედიის ცნობით, შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა და მასში ასევე მონაწილეობდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერები, აგრეთვე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები.
როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლა, სამშვიდობო შეთანხმების ჩათვლით, ასევე საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხები. საგარეო საქმეთა მინისტრებს დაევალათ, გააგრძელონ ორმხრივი მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებაზე, რათა მისი გაფორმება შესაძლებელი იყოს უმოკლეს ვადაში.