ყაზანის ერთ-ერთ სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, არიან დაღუპულები
რუსეთის ქალაქ ყაზანში, ერთ-ერთ სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია რვა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი.
ყაზანის 175-ე სკოლაში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა, ერთი თავდამსხმელი დაკავებულია. გავრცელებული ვერსიით, თავდამსხმელი 17 წლისაა.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.