ყაზახეთში სამხედრო ბაზაზე აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
ყაზახეთში სამხედრო ბაზაზე აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ყაზახეთში სამხედრო ბაზაზე აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

ყაზახეთის სამხრეთით, ჟამბილის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა. ყაზახეთის თავდაცვის მინისტრის, ნურლან იერმეკბაევის განცხადებით, დაღუპულები სამხედროები არიან და აფეთქების გამომწვევი ცეცხლის ჩაქრობის მცდელობისას დაიღუპნენ.

ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია ცეცხლი სამხედრო ბაზაზე, რომელზედაც საინჟინრო ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახებოდა.

მინისტრის თქმით, მიმდებარე ტერიტორიიდან ასობით ადამიანია ევაკუირებული და გადაკეტილია მაგისტრალი, რომელიც პროვინციას ქალაქ ალმა-ატასტან აკავშირებს.