ყაზახეთში პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტის თანამდებობა მან 20 ნოემბერს გამართული ვადამდელი არჩევნების შედეგად მეორე ვადით დაიკავა.
პრეზიდენტად ხელახლა დანიშვნის შემდეგ, თოყაევი 28 ნოემბერს შეხვედრას გამართავს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. შეხვედრა რუსეთის ქალაქ ორენბურგშია დაგეგმილი.
ზაფხულში, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინის თანდასწრებით განაცხადა, რომ არ აღიარებს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს, რადგან მათ „კვაზისახელმწიფოებად“ მიიჩნევს. მისი თქმით, ამავე მიზეზით ყაზახეთი არ აღიარებს ტაივანს, კოსოვოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს.
ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხმების 81 პროცენტზე მეტი მიიღო. ის პრეზიდენტის პოსტს შვიდი წლით დაიკავებს.