ყაზახეთში ატომური ელექტროსადგურის აშენებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართება
ყაზახეთში ატომური ელექტროსადგურის აშენებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართება, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა.
თოყაევს რეფერენდუმის გამართვის თარიღი არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ატომური ენერგიის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხად იქცა.
„მოგეხსენებათ, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები ჩვენს ქვეყანაში ატომური ელექტროსადგურის აშენების მიზანშეწონილობის შესახებ. ერთი მხრივ, ყაზახეთმა, როგორც მსოფლიოში ურანის უმსხვილესმა მწარმოებელმა, საკუთარი ატომური ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. ზოგიერთი ექსპერტი მომხრეა მცირე რეაქტორებით სადგურების აშენების. მეორე მხრივ, ბევრ მოქალაქე და არაერთი ექსპერტია შეშფოთებული ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ცენტრალური აზიის ქვეყნის მთავრობა, დიდი ხანია, განიხილავს ახალი ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის საჭიროებას. ასევე, განსაზღვრავს ობიექტის დაგეგმილ ადგილს სამხრეთ-აღმოსავლეთ ალმათის რეგიონში და ახსენებს რუსეთის „როსატომს“, როგორც პოტენციურ პარტნიორს. მაგრამ ზოგიერთი აქტივისტი ეწინააღმდეგება პროექტს უსაფრთხოების საკითხებისა და ყაზახეთის ისტორიის გამო.