ყაზახეთში 6 ივლისს გამართულ არასანქცირებულ ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ყაზახეთში 6 ივლისს გამართულ არასანქცირებულ ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ყაზახური მედია რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრზე ერლან ტურგუმბაევზე დაყრდნობით ავრცელებს.
საპროტესტო აქციები ნურსულთანსა და ალამათიში გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები, დაკავებულთაგან 44 ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა, 19 ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 23 კი დაჯარიმდა, დანარჩენები დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
სამართალდამცველების ცნობით, დემონსტრანტები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდნენ და დედაქალაქის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მოქალაქეების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდნენ.
ამასთან, „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მასობრივი დაკავებების დროს სამართალდამცველები ჟურნალისტებს აქციის გაშუქებას უზღუდავდნენ.