ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა მნიშვნელოვანია შუა დერეფნის პოტენციალის გამოყენებისთვის
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა მნიშვნელოვანია შუა დერეფნის პოტენციალის გამოყენებისთვის

სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა მნიშვნელოვანია შუა დერეფნის პოტენციალის გამოყენებისთვის, – ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მურატ ნურტლეუმ სომხეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

ყაზახეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სომეხმა კოლეგამ, არარატ მირზოიანმა გააცნო მას სომხური მხარის ინიციატივა – „მშვიდობის გზაჯვარედინი“, რომელიც მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და მათი გაცხადებული მიზნებისთვის.

შუა დერეფნის პროექტი ევროპას და აზიას აკავშირებს. ამჟამად მარშრუტი გადის თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის ტერიტორიებს და შემდგომ – ცენტრალურ აზიაში. აზერბაიჯანი და თურქეთი სომხეთის სიუნიქის რეგიონის გავლით დერეფანს ითხოვენ. სომხეთი მზადაა, გახსნას კომუნიკაციები, თუ აზერბაიჯანი იმავეს გააკეთებს სუვერენიტეტის, თანასწორობისა და ორმხრივობის პრინციპების საფუძველზე. აზერბაიჯანი ითხოვს დერეფნის უზრუნველყოფას ყოველგვარი საბაჟო პუნქტების გარეშე.