ყაზახეთის პრეზიდენტმა პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მეჯლისი – პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. შესაბამისი განკარგულება ყაზახეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
განკარგულების თანახმად, ყაზახეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის 19 მარტს ჩატარდება.
ამასთან, თოყაევის განკარგულებით, უფლებამოსილება შეუწყდათ თვითმმართველი ორგანოების დეპუტატებს.
მანამდე თოყაევმა პარლამენტის წევრებთან და პრემიერ-მინისტრთან მეჯლისის დათხოვნასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიარა.
ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარება პრეზიდენტმა თოყაევმა 2022 წლის პირველ სექტემბერს მოსახლეობისადმი მიმართვისას დააანონსა.