ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა დატოვა

17:10, 19.03.2019

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სპეციალური მიმართვისას განაცხადა.

„მივიღე გადაწყვეტილება, პრეზიდენტის უფლებამოსილება მოვიხსნა”, – განაცხადა ნაზარბაევმა.

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, კასიმ ჟომარ ტოკაევი შეასრულებს.

შეგახსენებთ, ნურსულთან ნაზარბაევი ქვეყნის მეთაურის თანამდებობას 1990 წლიდან იკავებდა. 2015 წელს ის მეხუთე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.

მსგავსი